სინოპტიკოსები სამი დღის განმავლობაში მზიან ამინდს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები სამი დღის განმავლობაში მზიან ამინდს პროგნოზირებენ

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამი დღის განმავლობაში მზიანი ამინდი იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 15-20 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 10-15 გრადუსი.

მათივე ინფორმაციით, უახლოესი სამი დღის განმავლობაში უნალექო ამინდები იქნება.