თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის აზრით, მოსამართლეთა გამოცდების ტესტების და წერითი კაზუსების შესაძლო წინასწარ გამჟღავნების ფაქტით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
როგორც ახვლედიანმა "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, საკითხს ახლა ის ორგანო და ადამიანები იკვლევენ, რომელთა შესაძლო დარღვევაზეც შეიძლება იყოს საუბარი.
"ცოტა უცნაურია, მოკვლევა, გამოძიება იმ ორგანომ ჩაატაროს, ვინც უშუალოდ ეჭვმიტანილია ამ საკითხში", - ამბობს მამუკა ახვლედიანი.
საკითხს ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო სწავლობს.