მამუკა ახვლედიანის განცხადებას სხვა მიზანი და მიმართულება ჰქონდა

მამუკა ახვლედიანის განცხადებას სხვა მიზანი და მიმართულება ჰქონდა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის შეფასებით, მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების წინასწარი გამჟღავნების თაობაზე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის , მამუკა ახვლედიანის განცხადებას სხვა მიზანი და მიმართულება ჰქონდა.

ამის შესახებ გვენტაძემ "მოამბესთან" საუბარში განაცხადა და როგორც განმარტა, აღნიშნულ საკითხზე "გარკვეული მიმოხილვა და პროცედურები დაწყებულია".

"ზოგადად ეს საკითხები კონფიდენციალურია. ბატონი ახვლედიანის გადაწყვეტილება იყო, რომ საჯაროდ განეცხადებინა. ამგვარი სასწაულები ნამდვილად არ ხდება. ჩვენ შესწავლის შედეგებს აუცილებლად დავდებთ და ის ყველა დაინტერსებული პირისთვის საჯარო იქნება", - აღნიშნა გვენეტაძემ.

კითხვაზე, რა მიზანი ჰქონდა მამუკა ახვლედიანს, გვენეტაძემ განაცხადა, რომ მის მიზნებზე ვერ ისაუბრებს, რადგან "ეთიკის უფრო მაღალი სტანდარტი აქვს დასაცავი". ამასთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არ იცის, თუ რა ფაქტზე საუბრობს მამუკა ახვლედიანი.

"წინმსწერებად ასეთი განცხადებების გაკეთება ძალიან არასერიოზულია, ამიტომ დაველოდოთ ყველა შედეგს, რაც ყველა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი იქნება", - აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნების თაობაზე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა.