სისლხის სამართლის სასამართლომ ყველაფერი თავდაყირა დააყენა

სისლხის სამართლის სასამართლომ ყველაფერი თავდაყირა დააყენა

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კიმიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბასტრიკინის განცხადებით, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2008 წლის მოვლენებს იძიებს, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მისი შეფასებით, გამოძიების მსვლელობისას, სასამართლომ თვალი დახუჭა ქართველი სამხედროების მიერ ოსი ხალხის წამებაზე.

გაზეთ "რასიისკაია გაზეტასთან" ინტერვიუში ბასტრიკინი აცხადებს, რომ ძალიან სურს დარწმუნდეს სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიების ობიექტურობაში, მაგრამ რიგი ფაქტების გამო ეს არ გამოსდის.

"ამ სასამართლოს მიერ გამოძიების საგნის სახით განსაზღვრულია სამხედრო დანაშაულებები და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებები, რომლებიც, წინასწარი დასკვნებით, ჩაიდინეს არა საქართველოს შეიარაღებული ძალების, არამედ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ეთნიკური ქართველები წინააღმდეგ. ანუ გამოდის, რომ სასამართლომ საქმის მიმდინარეობა თავდაყირა დააყენა", - აღნიშნა ბასტრიკინმა.

მისი თქმით, სასამართლო ასეთ დასკვნამდე მივიდა მას შემდეგაც კი, რაც რუსეთმა მას გადასცა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულებების უტყუარი მტკიცებულებები.