დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა მხარი დაუჭირა ყველა იმ საკანმომდებლო ცვლილებას, რომელიც ევროკავშირში ბრიტანეთის წევრობის შენარჩუნებისკენაა მიმართული.
როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, შესაბამისი ცვლილებები დღეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა წარადგინა. ცვლილებები ევროკავშირის მიგრაციულ და მონეტარულ პოლიტიკას ეხება და ოფიციალური ლონდონის წინადადებებს შეიცავს.
აღნიშნული ცვლილებები იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ მას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დაუჭერს მხარს. 2017 წლის ბოლომდე დიდ ბრიტანეთში ჩატარდება რეფერენდუმი, რომლის შედეგად გადაწყდება, დარჩება თუ არა ეს ქვეყანა ევროკავშირის შემადგენლობაში.