"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატი ეჭვობს, რომ კუჭავას თავი არ მოუკლავს, - აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ იმ ავტომობილის დათვალიერების მიმდინარეობისას განაცხადა, რომელშიც გამოძიების ინფორმაციით, კუჭავამ თავი მოიკლა.
კერძოდ, ადვოკატს ეჭვს უჩენს ის გარემოება, რომ "მანქანის უკანა სავარძელზე, სადაც კუჭავა იჯდა, სიგარეტის ფერფლი საერთოდ არ იყო".
"ავტომანქანის წინა სავარძელზე, სალონში მძღოლის მხარეს საფერფლე არის გავსებული და ნამწვები ძირსაც ყრია, ხოლო იმ ადგილას, სადაც კუჭავა იჯდა, ანუ უკანა სავარძელზე საერთოდ არ ეტყობოდა ნაფერფლი", - განაცხადა ადვოკატმა.
გარდაცვალების საქმის მთავარი მოწმის მანქანას ექსპერტიზა რამდენიმე საათია უტარდება, რომელსაც დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი, კუჭავას ოჯახის წევრები და ადვოკატი ესწრებიან.