პარლამენტი ლევან მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უფლებამოსილებას ვადაზე ადრე შეუწყვეტს. უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის შესაბამისი მიმართვა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.
ლევან მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე 10-წლიანი ვადა მიმდინარე წლის აპრილში ეწურება, თუმცა მისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა იმ გარემოებამ განაპირობა, რომ მურუსიძე იუსტიციის საბჭომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ლევან მურუსიძისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, შემდეგ კი პლენარული სხდომა განიხილავს.