თეა წულუკიანი მოსამართლეების საგამოცდო ტესტების წინასწარ გამჟღავნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას

თეა წულუკიანი მოსამართლეების საგამოცდო ტესტების წინასწარ გამჟღავნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას "საგანგაშოს" უწოდებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადებას მოსამართლეების საგამოცდო ტესტების წინასწარ გამჟღავნებასთან დაკავშირებით "საგანგაშოს" უწოდებს.

როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახვლედიანის განცხადება პირადად არ მოუსმენია, თუმვა გაეცნოდა და "თუ მან ამგვარი საგანგაშო რამ თქვა", რეაგირება აუცილებლად მოხდება.

,,ჯერ გავეცნობი მისი განცხადების ტექსტს და თუ ამგვარი საგანგაშო რამ თქვა, რეაგირება აუცილებლად გვექნება", - განაცხადა წულუკიანმა.

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნების ფაქტებზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაცია მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა. შეხვედრა საქალაქო სასამართლოში გაიმართა.