მამუკა ახვლედიანი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე ტესტების წინასწარ გამჟღავნებაზე საუბრობს

მამუკა ახვლედიანი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე ტესტების წინასწარ გამჟღავნებაზე საუბრობს

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნების ფაქტებზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაცია მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა. შეხვედრა საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ აღნიშნული ფაქტი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე უნდა განიხილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საკითხით სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

არასამთავრობოები არ გამორიცხავენ, რომ ეს ფაქტი სისხლის სამართლებრივ დანაშაულს შეიცავდეს.