იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას დაესწრება. ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
,,მე პრემიერ-მინისტრთან ერთად აუცილებლად დავესწრები ხვალ პრეზიდენტის ქუთაისში გამოსვლას", - განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით ხვალ, 3 თებერვალს, 14:00 საათზე მიმართავს.