მამუკა არეშიძე გარდაბანში სავარაუდოდ

მამუკა არეშიძე გარდაბანში სავარაუდოდ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

ექსპერტი მამუკა არეშიძე სავარაუდოდ გარდაბნის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. როგორც არეშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილება მისი სავარაუდო მაჟორიტარობის კანდიდატობის შესახებ გაზაფხულზე იქნება მიღებული.

"მე მქონდა შეხვედრა. "ქართულ ოცნებასთან" გარდაბნის გამგებლობაზე მოლაპარაკება არ ყოფილა. მე შემომთავაზეს გამგებლის პოსტზე მეყარა კენჭი და დავთანხმდი, თუმცა მქოდნა პირობა, რომ თუ ამაში მივიღებდი მონაწილეობას ავტომატურად ამას მიბმოდა ოლქის მაჟორიტარობა, რაზეც უარი მივიღე. ეს მათ არ მოეწონათ და მითხრეს, რომ მხოლოდ 6-7 თვით გამგებელს ვერ ავირჩევთო. ირაკლი კობახიძემ მითხრა, რომ ამაზე საუბარს ახლა დავანებოთ თავი და გადაწყვეტილება გაზაფხულზე მივიღოთო. შემოთავაზებით უკმაყოფილო ნამდვილად არ დავრჩენილვარ და გადაწყვეტილება გარდაბნის მაჟორიტარობასთან დაკავშირებით გაზაფხულზე იქნება მიღებული", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისი თქმით, ის პირადად შეხვდა კახა კალაძეს და ასევე პარტიის აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს. არეშიძის თქმით, გარდაბანს პირადად მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და მიიჩნევს, რომ 2012 წლის არჩევნებზე მან წაგებულთა შორის ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო და წაგებაც მხოლოდ იმით იყო გამოწვეული, რომ არჩევნები გაუყალბეს. არეშიძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" სიის დაკომპლექსტების საკითხს პირადად ბიძინა ივანიშვილი წყვეტს და გარდაბნის რაიონში მისი მაჟორიტარობის საკითხსაც სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.