საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის ელჩს პრიიტ ტურკის შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საგადასახადო რეფორმის პროცესში საქართველოს აქტიურ დახმარებას უწევენ ესტონელი ექსპერტები, რისთვისაც პრემიერმა ელჩს მადლობა გადაუხადა.
შეხვედრისას ასევე ისაუბრეს მთავრობის რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულების - მმართველობის რეფორმის შესახებ, რომელიც გამჭვირვალობის ზრდას და მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრმა ესტონელ დიპლომატს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.