" საქართველო-რუსეთის ომის დროს დაზარალებულები იმსახურებენ მართლმსაჯულების აღსრულებას"

FIDH და ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) პროკურატურის ოფისს გამოძიების დაწყების ნებართვა დართო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადამიანის უფლებთა ცენტრიდან აცნობეს, საქართველო-რუსეთის ომის დროს დაზარალებულები იმსახურებენ მართლმსაჯულების აღსრულებას და დანმაშავე პირთა მსჯავრდებას. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის არც ერთი სახელმწიფოს ოფიციალური პირი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.

"ომიდან 7 წლის მერეც, არც ერთი დამნაშავე არ დასჯილა და მსხვერპლები ისევ ელოდებიან სიმართლის დადგენას. იმედი გვაქვს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აღასრულებს სამართალს და საქართველო-რუსეთის ომის დროს ჩადენილი ომის დანაშაულებისათვის დასჯის ყველა დამნაშავეს", - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.