ვერც ერთი მოსამართლე საქართველოში ვერ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი მას იცნობს, ან აკონტროლებს

ვერც ერთი მოსამართლე საქართველოში ვერ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი მას იცნობს, ან აკონტროლებს

ვერც ერთი მოსამართლე საქართველოში ვერ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი მას იცნობს, ან აკონტროლებს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სახელწოდებით "სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები" სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინსიტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

"ვერც ერთი მოსამართლე საქართველოში ვერ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი მას იცნობს, ან აკონტროლებს. ჩემდამი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მოსამართლე რომ აიღოთ, ეს გახლავთ თბილისის სასამართლოს თავმჯდომარე, მანაც კი თქვა, რომ არც ერთი მოსამართლე იუსტიციის მინისტრის მხრიდან არ კონტროლდება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, მაგრამ ეს არ კმარა. ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ რეფორმების გზით მოსწონს ეს ვინმეს თუ არა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, მოხარულია, რომ მოსამართლეებს მოსწონთ მართლმსაჯულების რეფორმის პირველი ტალღა, რისი დამსახურებაც იყო იუსტიციის უახლესი საბჭოს პოლიტიკისგან გათავისუფლება. წულუკიანის თქმით, როგორც წესი, როდესაც ჩაკეტილი სისტემა თავისუფლდება იქ იწყება მწვავე დებატები და მოვლენები, მაგრამ ვარაუდობს, რომ ეს მალე ჩაივლის.

"ყოველ შემთხვევაში ამას გისურვებთ მთელი გულით", - მიმართა მან მოსამართლეებს.

წულუკიანის თქმით, მოხარულია, რომ მოსამართლეები მართლმსაჯულების რეფორმების მეორე ტალღითაც არიან კმაყოფილნი, რომელმაც არასრულწლოვანთა კოდექსი შემოიღო. წულუკიანის თქმით, არც რევოლუციურ ცვლილებაზე მოუსმენია დიდი კრიტიკა, რომელიც მოსამართლეთა შეფასების სისტემას ეხება.

რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღას, წულუკიანის თქმით, იგი ლოგიკურ დასასრულამდე აუცილებლად მივა მიუხედავად იმისა, გაიზიარებენ თუ არა მოსამართლეები მას.