აშშ

აშშ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში 7 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს

აშშ-ს 2017 წელს ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაზე 7 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვა სურს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" თეთრ სახლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა "როიტერს" განუცხადა, ობამას ადმინისტრაცია შეეცდება, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლისთვის განკუთვნილი ხარჯები 35%-ით გაზარდოს.

აშშ-ის ადმინისტრაცია შესაბამისი წინადადებით კონგრესს 9 თებერვალს მიმართავს და 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.