აშშ-ის აიოვას შტატში, რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიულ არჩევნებში ტეხასის შტატის სენატორმა ტედ კრუზმა გაიმარჯვა და მთავარ მეტოქეს, ცნობილ მილიარდერს დონალდ ტრამპს გაუსწრო. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
მესამე ადგილი რესპუბლიკელებში ფლორიდას სენატორმა მარკო რუბიომ დაიკავა.
დემოკრატიულ პარტიაში კვლავ ლიდერობს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ვერმონტის შტატის სენატორი ბერნი სანდერსი.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება.