ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე სწავლება დაიწყო

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე სწავლება დაიწყო

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე სწავლება დაიწყო. ადგილობრივი პრესა, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მასში რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ქვედანაყოფები მონაწილეობენ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გარდა, საველე მეცადინეობა მიმდინარეობს სამხრეთის სამხედრო ოლქის კიდევ 6 პოლიგონზე, რომელიც ყირიმში, ჩრდილოეთ ოსეთსა და სომხეთში მდებარეობს.

საველე მეცადინეობაში 1 500-ზე მეტი სამხედრო და შეიარაღების 350-ზე მეტი ერთეულია ჩართული.