პარლამენტში პრეზიდენტის წლიური გამოსვლის ფორმატი დღეს გახდება ცნობილი. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოს ბიურო იმსჯელებს.
"სამშაბათს, ბიუროს სხდომით გავხსნით საგაზაფხულო სესიას. ბუნებრივია, სხდომაზე გადაწყდება პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი. რა თქმა უნდა, გამოსვლები იქნება როგორც არის ეს რეგლამენტით გაწერილი. პრეზიდენტთან შეთანხმებით განვსაზღვრავთ იმ ფორმატს, რა ფორმატითაც იმუშავებს პარლამენტი", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც ცნობილია, ოპოზიცია პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების ფორმატს ითხოვს.
საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტს 3 თებერვალს მიმართავს.