საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მედია უნდა იყოს თავისუფალი და ის არ უნდა იყოს ჩაკეტილი ერთეული პოლიტიკოსებისთვის.
როგორც პრეზიდენტმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა, წელს მედიაში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება განსაკუთრებული იქნება, რადგან წინასაარჩევნო წელია.
„მედია უნდა იყოს თავისუფალი და არ უნდა იყოს ჩაკეტილი ერთეული პოლიტიკოსებისთვის. ჩვენ ვართ გაფაციცებული, რადგან გაგვაჩნია უარყოფითი წარსული. ჩვენ შეგვეძლო ერთეულ ტელევიზიებში მისვლა, იყო ბლოკირება შეზღუდვა და ყველას რთულად გვახსოვს ეს პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ მედია იყო ჩაკეტილი, ვახერხებდით სიმართლის თქმას, ეს ეტაპი გავიარეთ და არ შეიძლება დაბრუნება. ჩვენ უაღრესი ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომელიც მედიაში მიდის. ასევე, განსაკუთრებით ყურადღებით დავაკვირდებით ამ წელს, რადგან წინასაარჩევნო წელია“, - განაცხადა მარგველაშვილმა.