საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, უილია ლაჰიუს შეხვდა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ვარშავის სამიტი, საჯარო სამსახურის სფერო და სტრატეგიული კომუნიკაციები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, უილიამ ლაჰიუს შეხვედრის მთავარი თემები.
მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს და საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. პრემიერმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უახლოესი მომავლის გეგმებიც გააცნო.
შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კრისტინა ბალეიშიტე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ.