ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მადლობა თანამშრომლებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მადლობა თანამშრომლებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თანამშრომლებს დიდთოვლობის პერიოდში გაწეული შრომისა და ოპერატიული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ რთულ და კრიტიკულ პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის. ერთკვირიანი გამძლეობისთვის, მობილიზებულობისა და იმ პასუხისმგებლობისთვის, რომლის დამსახურებითაც ყველა პრობლემის აღმოფხვრა, მიუხედავად მწირი რესურსისა, დროულად მოხერხდა. ეს იყო გაკვეთილი თუ როგორ უნდა შევხვდეთ კრიზისულ მოვლენებს უფრო მობილიზებულად. მინდა გითხრათ, რომ თქვენი შრომა დაუნახავი და დაუფასებელი არ დარჩება. მადლობას გიხდით ერთიანობისთვის, გუნდურობისთვის და კოლეგიალობისთვის,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

განსაკუთრებული მადლობა მერაბ ჭანუყვაძემ მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურს, ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის“ დირექტორს და მის თანამშრომლებს, შ.პ.ს. „ტექნოსერვის“ ხელმძღვანელს, ოპერატორებს, მუნიციპალიტეტის ყველა სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელს, ადმინისტრაციულ სამსახურს და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას გადაუხადა.

თანამშრომლებისგან მადლობა მხარდაჭერის, სტიმულირებისა და სამაგალითო საქმიანობისთვის თავად გამგებელმაც მიიღო.