აზერბაიჯანი ბუნებრივი აირის შესყიდვას რუსული „გაზპრომისგან“ გეგმავს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „SOCAR“-ის ვიცე-პრეზიდენტმა ელშად ნასიროვმა განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ ამ მიზნით, შესაძლოა „SOCAR“-ის ინფრასტრუქტურაც იქნას გამოყენებული.
„აზერენერჯის“ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა სჭირდება, რადგამ არსებული მოცულობა არასაკმარისია. ამისათვის, იგეგმება გაზის იმპორტი. „SOCAR“-ს შეუძლია იმპორტისთვის საკუთარი ინფრასტრუქტურა გამოიყენოს“, - აღნიშნა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა.