"პრეზიდენტი მზადაა ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა"

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგება რეგლამენტით გათავლისწინებულ ვადაში, 3 თებერვალს. 

რაც შეეხება მოხსენების შინაარს, კვერენჩხილაძის თქმით, ის განსაზღვრულია საქართველოს კონსიტუტიციით და იგი შეეხება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, იქნება ეს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული თემატიკა. 

"ჩვენი პოზიცია იყო, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება გამართულიყო ისე, როგორც ამას ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტი, საგაზაფხულო სესიების პლენალური სხომების პირველ დღეს. შესაბამისად, ჩვენი ეს პოზიცია იქნა გაზიარებული და პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგება რეგლამენტით გათავლისწინებულ ვადაში 3 თებერვალს. რაც შეეხება მოხსენების შინაარს, ის განსაზღვრულია საქართველოს კონსიტუტიციით და იგი შეეხება ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, იქნება ეს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული თემატიკა. ფორმატთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ დაუფიქსირებია, შეგვიძლია კვლავ დავაფიქსიროთ, რომ პრეზიდენტი მზადაა ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.