საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკავშირმა ყველა ის სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, დადებითად შეაფასა.
ჯანელიძის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
„ესაა ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება, რომელიც მოახდინა ევროკომისიამ და შეაფასა ის რეფორმები, რომელიც საქართველომ განახორციელა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ასევე გარემოს დაცვის კუთხით, რეფომები, რომელიც განხორციელდა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით, პენინტენციურ სისტემაში, პროკურატურის რეფომა, ყველა რეფომა რომელიც უკავშირება მართლმსაჯულებას და ადამიანის უფლებების დაცვას. ასევე, შეაფასა რეფორმები, რომელიც უკავშირდება კარგ მმართველობას საქართველოში, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და რაც მთავარია დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე“, - განაცხადა ჯანელიძემ.
ევროკავშირმა დადებითად შეაფასა GSP+ (ევროკავშირის პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა) რეჟიმის ფარგლებში საქართველოს მიერ 27 ძირითადი საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირებისა და ეფექტურად განხორციელების კუთხით გაწეული სამუშაო.
როგორც "პირWელს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, იქედან გამომდინარე, რომ საქართველომ ევროკავშირთან ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცე, აღნიშნული რეჟიმი "GSP+" საქართველოსთვის 2016 წლის ბოლოს გაუქმდება. საქართველოსთვის GSP+ ძალაში დარჩა DCFTA-ის ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადაში.