როგორც მიხეილ ჯანელიძემ ფორუმზე - "საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების" მიმდინარეობისას განაცხადა, საუბარი შეეხო იმ რეფორმებს, რომელიც საქართველოში ხორციელდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ღონისძიება, რომელიც სასტუმრო „ქორთიად მერიოტში“ მიმდინარეობს, გერმანიის მთავრობისა და საელჩოს დაფინანსებით იმართება.
„ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება, რომელმაც უზრუნველყო ქვეყნის განვითარება და მიყვანა იმ ეტაპამდე, სადაც დღეს ჩვენ ვართ. რა თქმა უნდა ამ რეფორმების განხორციელებაში ჩვენ გვერდით არიან ჩვენი პერტიორები - ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნები. დღეს გერმანიის მთავრობის და საელჩოს დაფინანსებით იმართება ეს ღონისძიება. სიტყვით მიმართა აუდიტორიას, როგორც გერმანიის ელჩმა, ასევე ევროკავშირის ელჩმა და მათ ძირითადი აქცენტი გააკეთეს იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველომ განახორციელა, როგორც ასოცირების დღისწესრიგის შესაბამისად, ასევე, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სივრცესთან დაკავშირებით. ყველა ეს რეფორმა ჩვენს ინსტიტუციურ განვითარებას უზრუნველყოფს, გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას და ეს არის პროცესი, როემლიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ჩამოსაყალიბებლად ევროპის შესაბამის დონის სახელმწიფოდ, რომელიც უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში იმ ინტეგრაციას, რომელიც ჩვენთვის ასეთი ღირებული და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჯანელიძემ.