საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ის, რომ პრეზიდენტი პარლამენტში 3 თებერვალს სიტყვით გამოდის, მან ჟურნალისტებისგან დღეს გაიგეო.
ჯანელიძე აცხადებს, რომ ის გადაწყვეტილებას საკუთარი დღის წესრიგისა და მთავრობის გადაწყვეტილებების შესაბამისად მიიღებს.
„თარიღი მე თქვენგან გავიგე, აუცილებლად განვიხილავ. დღეს ვერ გეტყვით ჩემი დღის წესრიგის შესახებ. ჩემ პირად გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელობა არ აქვს. ვნახავ გრაფიკს და ასევე იმ გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება მიღებული ჩემ კოლეგებთან ერთად“, - განაცხადა ჯანელიძემ.