ევრატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, ის, რომ პრეზიდენტი პარლამენტში 3 თებერვალს სიტყვით გამოდის, მთავრობის წევრებისთვის დღეს გახდა ცნობილი.
მისი თქმით, ამ საკითხზე დღეს მინისტრთა კაბინეტი იმსჯელებს და ისეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რაზეც ჟურნალისტები აჟიოტაჟს შექმნიან.
„ეს წუთია გავიგეთ, რომ გამოცხადდა თარიღი. ეს არ არის ის თემები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ რაიმე ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ განსაკუთრებული აჟიოტაჟი შექმნან ჟურნალისტებმა. ამ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის წევრებს შორის მოხდება განხილვა და ჩვენი დღის წესრიგის გრაფიკიდან გამომდინარე, მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ბაქარაძემ.