სიდნეის პოლიციამ ქალაქის ცხრა სკოლიდან მოსწავლეების და პედაგოგების ევაკუაცია განახორციელა. ამის მიზეზი Sydney Morning Herald-ის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება გახდა.
პოლიციის ცნობით, სკოლებმა საფრთხის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ხმოვანი შეტყობინებით მიიღეს. როგორც ახალი სამხრეთ უელსის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, ამ დროისთვის მოსწავლეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციის ინფორმაციით, მომხდარს ტერორიზმთან კავშირი არ აქვს. ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.