მოსკოვში სამკერვალო ფაბრიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის პაველ ასტახოვის თქმით, დაღუპულთაგან ერთი ჩვილიცაა. ხანძარი სამკერვალო ფაბრიკაში შაბათს საღამოს გაჩნდა. ცეცხლი ფაბრიკის 3 000 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიას მოედო. მეხანძეები მის ჩაქრობას 5 საათი ცდილობდნენ.
როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად დაღუპულები აზიელი მიგრანტები არიან, რომლებიც მოსკოვში სამუშაოდ იყვნენ ჩასულები და ღამეს ფაბრიკაში ათენებდნენ.
ჯერ უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.