დეპუტატები დღეს კულტურის მინისტრს მოუსმენენ

დეპუტატები დღეს კულტურის მინისტრს მოუსმენენ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს კულტურის სტრატეგიის სამუშაო ვერსიას წარუდგენს.

როგორც კულტურის მინისტრმა განაცხადა, კულტურის სტრატეგიის სამუშაო ვერსიაზე მუშაობა უკვე დასრულებულია.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა გვაქვს პარლამენტში. მივდივარ კულტურის კომიტეტში, რათა წარვადგინო კულტურის სტრატეგიის სამუშაო ვერსია, რომელზეც მუშაობა დასრულდა. იწყება მეორე ტალღა რეგიონებში მოგზაურობის, სადაც საზოგადოებას გავაცნობთ ამ სამუშაო ვერსიას და მოვისმენთ იმ წინადადებებს, რაც შეიძლება გამოითქვას ამ დოკუმენტთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგაძემ.

მისი თქმით, სხვადასხვა დარგების სპეციალისტებთან დარგობრივი შეხვედრები გაიმართება.

"კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებს ჩვენ გავაცნობთ ამ დოკუმენტის სტრატეგიის სამუშაო ვერსიას და ასევე მოვისმენთ თუ რამე შენიშვნები ან დამატებები შეიძლება ჰქონდეს პროფესიონალებს ამასთან დაკავშირებით", - აღნიშნა მინისტრმა.