ერაყის ქალაქ მოსულში, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა, დეზერტირობის ბრალდებით 20 მომხრე სახალხოდ, სიკვდილით დასაჯა.
ინფორმაციას აღნიშნული ფაქტის შესახებ ქურთული საინფორმაციო სააგენტო „ARA News“ ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, დეზერტირები ქალაქ მოსულის „ისლამური სახელმწიფოს“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მებრძოლებმა საკუთარი პოზიციები მიატოვეს, ისინი შარიათის სასამართლოს გადასცეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მებრძოლებს სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი და მათ თავი მოჰკვეთეს.
ტერორისტები სიკვდილით ქალაქის ცენტრში, ასობით ადამიანის თვალწინ დასაჯეს.