სირიის დედაქალაქ დამასკოში, შიიტურ მეჩეთთან ახლოს მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ აიღო.
სააგენტო „Reuters“-ის ცნობით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათეულობით - დაშავდა.
დაღუპულთა შორის სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომხრე შიიტური დაჯგუფების 25 მებრძოლია.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთი აფეთქება ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ ავტომობილში მოხდა, ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში კი თვითმკვლელმა ტერორისტებმა ხალხმრავალ ადგილში აიფეთქეს თავი.