ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გარდაბნის #2-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება ერთნიკურ ნიადაგზე მოხდა.
როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ის ჯგუფი დაუპირისპირდა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პროვოკაციების მოწყობას ცდილობდა.
პრესრელიზის თანახმად, შელაპარაკების დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და ქვების სროლას. "შელაპარაკებაში მონაწილეობდა პირი, რომელიც თან იარაღს ატარებდა, თუმცა, ის სამოქალაქო ფორმაში იყო და ვინაობის გამხელა არ ისურვა. აღნიშნული პირი კი შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცავებმა გაიყვანეს", - აღნიშნულია პრესრელიზში.