საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაზე მსჯელობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
"რა თქმა უნდა, ამაზე ვმსჯელობთ. საგადასახადო რეფორმის, ანუ ესტონურ მოდელზე გადასვლის ერთ-ერთი კომპონენტი საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაა და ეს აუცილებლად იქნება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ საგადასახადო რეფორმის, რაც თავის მხრივ, ლარის კურსზეც დადებით ეფექტს მოიტანს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ეკონომისტების ნაწილი ლარის კურსის სტაბილიზაციის მიზნით მთავრობას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კორექტირებას ურჩევს.