გარდაბანში, "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
"ქრონიკის" ინფორმაციით, დაპირისპირება გარდაბანში, ნომერ მეოთხე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მათივე ცნობით, "ნაცმოძრაობის" ლიდერები აცხადებენ, რომ მათი ერთ-ერთი მხარდამჭერი დაშავებულია.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით საალქო საარჩევნო კომისიაც ინფორმირებულია, თუმცა მათი განცხადებით, დაპირისპირების შედეგად საარჩევნო პროცესს ხელი არ შეშლია.