"ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან"

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ომის დროს არსებობდა შემუშავებული მოდელი, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველთა ეთნიკური წმენდისა, რაც გულისხმობდა მათ განზრახ მკვლელობებს.

მისი თქმით, ჰააგის სასამართლო მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ერთის მხრივ რუსეთში და მეორეს მხრივ საქართველოში ჩატარდა და ის არ და ვერ მიიღებს მხედველობაში იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც შეიძლება ჩატარებულიყო ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ.

„ჩვენ შევისწავლეთ ეს გადაწყვეტილება და მიგვაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების ფორმულირებები სამართლებრივად სწორია და არის შესაბამისობაში საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებთან. კერძოდ, გადაწყვეტილებაში ნათქვამია არაეთხელ, რომ სამხერთ ოსეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის არის საქართველოს ნაწილი. ასევე ნათქვამია, რომ ჰააგის სასამართლო მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ერთის მხრივ რუსეთში და მეორეს მხრივ საქართველოში ჩატარდა და ის არ და ვერ მიიღებს მხედველობაში იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც შეიძლება ჩატარებულიყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ, რადგან სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე მოცემულია ყველაფერი ის, რაც ჩვენმა მხარემ ქალბატონი ბენსუდას თბილისში ვიზიტისას მასთან დავაყენეთ, როგორც საკითხები. კერძოდ, როგორც მოველოდით გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას და ჰააგის მოსამართლე ამბობს, რომ იმ ფაქტების მიხედვით, რაც მის ხელთაა ამ დრომდე, ომის დროს არსებობდა შემუშავებული მოდელი, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველთა ეთნიკური წმენდისა, რაც გულისხმობდა მათ განზრახ მკვლელობებს, ქართველების სახლების იდენტიფიცირებას, ხშირად ადგილობრივი მიმთითებლების დახმარებით, რათა ეს სახლები აღარ ყოფილიყო განადგურებული მას მერე, რაც იქიდან მითვისებული იქნებოდა ძვირადღირებული ან უბრალოდ, ღირებული ნივთები ან საქონელი. როგორც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, იმ ფაქტების მიხედვით რაც მათ ხელთაა, ქართველების ეთნიკური წმენდა მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას, რათა სამხრეთ ოსეთს მიეღწია დამოუკიდებლობისათვის და რათა გაწყვეტილიყო საბოლოოდ სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის კავშირი", - განაცხადა წულუკიანმა.