გარდაბანის #21 საარჩევნო ოლქში არჩევნების პროცესს დეპუტატები აკვირდებიან

გარდაბანის #21 საარჩევნო ოლქში არჩევნების პროცესს დეპუტატები აკვირდებიან

გარდაბანის #21 საარჩევნო ოლქში არჩევნების პროცესს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები აკვირდებიან. 
კოალიცია "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატები, პრაქტიკულად, თითქმის ყველა უბანზე აკვირდებიან საარჩევნო პროცესს. გარდაბნის #1 საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესს "ქართული ოცნებიდან" გოგლა ჟვანია, ხოლო "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ბარამიძე აკვირდებიან. 
გიორგი ბარამიძის განცხადებით, არჩევნები #1 საარჩევნო უბნაზე მშვიდად მიმდინარეობს, რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა მას აქვს კოლეგებისგან ინფორმაცია, რომ მთელ რიგ უბნებზე საარჩევნო პროცესი გარკვეული დარღვევებით მიმდინარობს. 
ბარამიძის განცხადებას აბსურდულს უწოდებს გოგლა ჟვანია. მისი თქმით, გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.