მომავალ წელს, მოსალოდნელი მიგრაციული კრიზისის გამო, ევროკავშირი იძულებული იქნება არალეგალი დევნილების მასობრივი დეპორტაცია განახორციელოს. ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა.
"ევროკავშირში სამიგრაციო ტალღის რეგულირების მექანიზმი არ შექმნილა. გაფრთხილებების მიუხედავად, ევროკავშირი მზად არ აღმოჩნდა. ახლა კი ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ერთადერთი გამოსავალია ე.წ. ეკონომიკური მიგრანტების დეპორტაცია და მე დავუმატებდი, რომ საჭიროა მათი დეპორტაციაც, ვინც ზიზღს ავრცელებს. ევროკავშირში იმყოფება მნიშვნელოვანად დიდი რაოდენობა ეკონომიკური მიგრანტებისა, ვისაც თავშესაფრის ძიების უფლება არ გააჩნია", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროკავშირი უნდა მოელაპარაკოს ორგანიზაციის არაწევრ მუსლიმურ ქვეყნებს დევნილების მიღებასთან დაკავშირებით, ვისაც უარი ეთქვა თავშესაფრის მიცემაზე და რომლებიც არ აპირებენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას. მისი აზრით, ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა შესაძლოა, ალჟირიც იყოს.