პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ ხელი მოაწერა შესაბამის დოკუმენტს, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ, მისი შინაგანი ორგანოების გაღების შესაძლებლობას იძლევა. ამის შესახებ "პოლონეთის რადიო" იუწყება.
"გამოვხატავ თანხმობას, რომ ჩემი გარდაცვალების შემდეგ, მოხდეს ჩემი ორგანოების გაცემა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ანჟეი დუდამ ყველა პოლონელს მოუწოდა, ხელი მოაწერონ დონორობის შესაბამის დოკუმენტს.