24 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება

24 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება

24 იანვარს, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი: გოჩა სვანიძე და ილია ზედგინიძე იბრძოლებენ. 
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებს რაგბის კავშირის საერთო კრება ატარებს. წინასწარი ინფორმაციით, არჩევნები დახურულ რეჟიმში გაიმართება. 
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს, 13:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.