აზერბაიჯანს ნამდვილად არ აქვს გაზის დამატებითი მოცულობა, საქართველოს მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად

აზერბაიჯანს ნამდვილად არ აქვს გაზის დამატებითი მოცულობა, საქართველოს მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად

საქართველო აზერბაიჯანული გაზის რუსულით ჩანაცვლებას ვერასდროს შეძლებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა "ჰაქინ"-თან საუბარში აზერბაიჯანის ნავთობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ილჰამ შაბანმა განაცხადა.

"გაზის 87%-ზე მეტს საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს. რასაკვირველია, საქართველოს ახლა ჩვენი გაზის მოცულობის შემცირება არ აწყობს, რადგან მას ქართველებისთვის მისაღებ ფასებში ვაწვდით. ქართულ მხარეს აზერბაიჯანული გაზის საფასური რომ არ აწყობდეს, მისი რუსული გაზით ჩანაცვლებას დიდი ხნის წინ შეეცდებოდა", - აცხადებს ექსპერტი.

ამასთან, იგი აღიარებს, რომ აზერბაიჯანს ნამდვილად არა აქვს გაზის დამატებითი მოცულობა, საქართველოს მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

"საქართველო გარდაბანში თბოელექტროსადგურს აშენებს და გაზის დამატებითი მოცულობა სჭირდება. ჩვენ კი ასეთი მოცულობა ჯერ არ გვაქვს. არ არის გამორიცხული, რომ თბილისს გაზი სწორედ სადგურის მუშაობისთვის სჭირდება", - აღნიშნავს ექსპერტი.