ვახტანგ ქირიას მკვლელობის მოტივის დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ვახტანგ ქირიას მკვლელობის მოტივის დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის მოტივის დასადგენად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, - ამის შესახებ ქირიას დაკრძალვაზე მყოფმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე შეკრებილია მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულმა პიროვნებამ ჩაიდინა ვახტანგ ქირიას მკვლელობა.

"ჩვენთვის ეს არის უდიდესი ტრაგედია. ჩვენ თანამშრომელი დავკარგეთ, რისთვისაც ვუსამძიმრებ მთლიანად უწყებას და ოჯახს. რაც შეეხება მოტივს, მოტივზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, ამ ეტაპზე შეკრებილია მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით იძლევა კონკრეტულ პირზე იმის თქმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულმა პიროვნებამ ჩაიდინა მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ვახტანგ ქირიას მკვლელობა. გამოძიება გრძელდება და შედეგებზე დეტალურად იქნება ინფორმირებული საზოგადოება", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.