თბილისის პროკურორის მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს , მათ შორის სამსახურებრივზეც. ამის შესახებ თბილისის პროკურორმა ზუგდიდში, ქირიას ოჯახში მისასამძიმრებლად მისვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ამ ეტაპზე მოტივზეც ვმუშაობთ, დამატებით დეტალებზეც. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, თუმცა ცოტა ხანი უნდა გვაცალოთ, ყველაფერი მონახავს თავის ადგილს და საზოგადოება დარწმუნდება იმ რეალობაში, რაც მოხდა. სავარაუდო მოტივზე რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ და მე ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, აუცილებლად გამოიკვეთება. სამსახურებრივს უკავშირდება თუ არა, მაგაზეც ვმუშაობთ, არასამსახურებრივზეც, ყველანაირ ვერსიაზე", - განაცხადა შაყულაშვილმა.