გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში წელს იქნება საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში წელს იქნება საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა

“მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არაფერი საგანგაშო ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით არ ხდება.

"ეს არის კორექტირება ლარის კურსის იმ დევალვაციასთან მიმართებაში რომელიც გასულ დღეებში მოხდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. აქ არაფერი საგანგეშო ნამდვილად არ არის და ჩვენ ყველა მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები. საქართველოში წელს იქნება საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა და ჩვენ საშუალო და გრძელვადიან რაიმე ნეგატიურს ვერ ვხედავთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.