კანადაში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

კანადაში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

კანადაში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, თავდასხმა კანადის დასავლეთში მდებარე პროვინციალ სასკაჩევანის ქალაქ ლა ლოშში, ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. 
თავდამსხმელი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ მომხდართან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოები სიტუაციას აკონტროლებენ.
ქალაქ ლა ლოშში დაახლოებით 3 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. თავდამსხმელის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.