სავალუტო ჯიხურებში დოლარის შეძენა 2.50 ლარადაა შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.45-2.48 ლარის ფარგლებში იბარებენ.
გუშინ საქართველოში დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4694 ლარი გახდა.
17 წლის წინ, 1999 წლის 23 თებერვალს 1 აშშ დოლარის ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს - 2.45 ლარს მიაღწია, თუმცა ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს - 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა. მას შემდეგ, დღემდე ლარის კურსს გაუფასურების ასეთ მაჩვენებლამდე არ მიუღწევია.
ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი 25 იანვარს დადგინდება.