ფეხბურთის ფედერაცია 2015 წლის ივნისში მწვრთვნელისთვის 120 000 ლარის გამოყოფას ითხოვდა

ფეხბურთის ფედერაცია 2015 წლის ივნისში მწვრთვნელისთვის 120 000 ლარის გამოყოფას ითხოვდა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის ივნისში ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მწვრთვნელისთვის ანაზღაურების გაცემის მიზნით 120 ათასი ლარი მოითხოვა.

ამის შესახებ საუბარია „პირWელის“ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად მოგვაწოდა. „საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე თქვენი 2016 წლის 22 იანვრის ელექტრონული განცხადების (სამინისტ. რეგისტრ. ნ648, 22.01.2016) პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ 2015 წლის ივნისის თვეში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის სახელფასო ანაზღაურებისათვის მოთხოვნილი თანხა შეადგენს 120 000 (ასოციათასი) ლარს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ „პირWელისთვის“ მოწერილ წერილში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრების მწვრთვნელს ხელფასი უნდა შეუმცირდეს და შედეგების მიხედვით ბონუსების სისტემა უნდა ამოქმედდეს. აღნიშნული სისტემის მომხრეა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ როდესაც მინისტრი გახდა, მაშინვე გააკეთა აქცენტი იმაზე, რომ ამხელა ხელფასს სახელმწიფოსგან არ უნდა იღებდეს მწვრთნელი.