პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლირ გამოსვლას დაესწროს.
კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული თემა სპეკულაციის საგანი არ უნდა იყოს.
"ეს თემა დღის წესრიგში და სპეკულაციის საგანი აღარ უნდა იყოს. თუ მექნება ფიზიკურად შესაძლებლობა, ნამდვილად დავესწრები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლირი გამოსვლა პარლამენტში, თებერვალში იგეგმება.