"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაძლიერდეს. ამის შესახებ აშშ_ის თავდაცის მდივანმა, ეშტონ კარტერმა CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-მ შესაძლოა, ერაყსა და სირიაში უფრო მეტი სახმელეთო ჯარისკაცები გაგზავნოს, თუმცა, ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისთვის ადგილობრივი ძალების მობილიზება უნდა მოხდეს.
მისივე თქმით, აშშ-ის კოალიციამ ქალაქები მოსული და რაქა უნდა გაათავისუფლოს და ამისთვის სახმელეთო ძალები გამოიყენოს. "ჩვენ უნდა დავამრცხოთ ისინი ამ ორ ქალაში და მე ვისურვებდი, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს ვინაიდან ჩვენ გვჭირდება უფრო მეტის გაკეთება იმისათვის, რომ დავამარცხოთ "ისლამური სახელმწიფო". დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მოვახერხებთ, მე უბრალოდ ამ პროცესის დაჩქარება მინდა", - აღნიშნა ეშტონ კარტერმა.