სომხეთში შვიდი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა რუსმა სამხედრომ, ვალერი პერმიაკოვმა დანაშაული აღიარა. 19 წლის სამხედროს დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში უვადო პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ რადიო "თავისუფლება" წერს.
სასამართლო პროცესი 29 იანვარს გაგრძელდება, რა დროსაც სასამართლოს ჩვენება მსხვერპლის ნათესავებმა უნდა მისცენ.
ვალერი პერმიაკოვი ქალაქ გიუმრში, სადაც რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა მდებარეობს, გასულ წელს 12 იანვარს ავეტისიანების ოჯახის 7 წევრის მკვლელობაშია ბრალდებული. მათ შორის იყო 6 თვის ბავშვიც. რუსი სამხედრო სომხეთ-თურთქეთის საზღვარზე მეორე დღესვე დააკავეს.